პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამაზ ბორაშვილი: ჩვენი პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება. ამ მიმართულებით, საქმიანობის ფარგლებში, აღიკვეთა საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თამაზ ბორაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა აღკვეთა და 177 კიბერინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

თამაზ ბორაშვილი: ჩვენი პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება. ამ მიმართულებით, საქმიანობის ფარგლებში, აღიკვეთა საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა
იმედინიუსი

ასევე, ჩვენი პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, საქმიანობის ფარგლებში, აღიკვეთა საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა, გამოვლინდა სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის გაღვივების მცდელობები, რომელთა პრევენციის მიზნით გატარდა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ფარული მოქმედებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები.

2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა სხვადასხვა სიმძიმის 177 კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტზე, მათ შორის გამოვლინდა და აღმოიფხვრა 14 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელთა უმრავლესობაში გამოიკვეთა უცხოური სპეციალური სამსახურების და მათთან დაკავშირებული კიბერ-კრიმინალების ინტერესები“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამაზ ბორაშვილი: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები