პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია - სუს-ის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პარლამენტი

სუს-ის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა, სადაც მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ 2025 წელს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავების 74 და ბორდერიზაციის 58 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო პატიმრობიდან 75 პირი გათავისუფლდა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია - სუს-ის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა
რუსთავი 2

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობების აღკვეთა, შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე და დესტრუქციული პროცესების ინსპირირება - პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა წარუდგინა.

მანამდე, სუს-ის უფროსის მოადგილე დავით არჩვაძე მოხსენებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების წინაშე გამოვიდა. სუს-ის 2025 წლის ანგარიშში ოკუპაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ამ მიმართულებით, გამოწვევებს შორისაა საოკუპაციო ძალის მიერ, ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რომლის გამოც, სუსი რეაგირების მუდმივ რეჟიმშია. მოხსენების დასრულების შემდეგ, პლენარული სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა სხდომაზე საქართველოს ეროვნულ უაფრთხოებაზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, იყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ, ინსტიტუციურ და ოპერატიულ მექანიზმს ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად.

2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამოვლინდა უკანონო დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა. ორივე მიმართულებით გაგრძელდა ეგრეთ წოდებულ ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა. რაც შეეხება უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის პროცესს, 2025 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სამი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 55 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები განიხილავდნენ ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც მუდმივად აყენებდნენ უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების საკითხს. შედეგად საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი 75 პირი გათავისუფლდა", - თამაზ ბორაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა - დავით არჩვაძემ პარლამენტში სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშს უსმენენ - გასული წლის საქმიანობას სხდომაზე დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი აცნობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები