პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამაზ ბორაშვილი: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პარლამენტი

თამაზ ბორაშვილის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ და აქცენტი ქვეყნის ტრანზიტად გამოყენებაზე კეთდება. სუს-ის უფროსმა აღნიშნა, რომ 2025 წელს აჭარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს.

თამაზ ბორაშვილი: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ
იმედინიუსი

საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

„ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტერორისტული საფრთხეები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ. ძირითადი აქცენტი კეთდება ქვეყნის ტრანზიტად გამოყენების შესაძლებლობებზე.

2025 წელს აჭარის რეგიონში დავაკავეთ საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ისინი გეგმავდნენ ქვეყანაში ნიადაგის მომზადებას მათი თანამოაზრეების შემოსაყვანად და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებას;

2025 წელს კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას ატარებდა, როგორც გასულ წლებში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში დაწყებულ სისხლის სამართლის 14 საქმეზე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია - სუს-ის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები