პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობა” ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და, რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში”

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიიუსტიციის სამინისტრო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ N1633 რეზოლუციის პუნქტებს ვერ გაექცევა და ოპოზიციამ მოიტყუა „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც.

არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობა” ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და, რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში”
POSTV

“ნაცმოძრაობის” დღევანდელი განცხადება – ეს არის უბადრუკი მცდელობა თავიანთი უტიფრობისა და უბადრუკობის, სასამართლო სხდომაზე გამოვლენის გაბათილებისა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

“ჩვენ მხოლოდ ნაწილს შევეხებით დღეს იმ საქმეებისა, რომელზეც აპელირებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

ისინი ამბობენ, თითქოს, გაბათილდა აგვისტოს ომთან დაკავშირებული მათ მიმართ დაყენებული საკითხი. ისინი ვერასდროს გაექცევიან N1633 რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებს, სადაც წერია, რომ ცხელი ფაზა ესკალაციისა ქართველი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნით დაიწყო და რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ იყო საპასუხო, ხოლო მე-11 პუნქტში არის კითხვის ნიშანი დასმული, ქართულმა სამხედროებმა ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაულები.

“ნაცმოძრაობამ” ამ ყველაფერს უწოდა დიპლომატიური წარმატება და კომპრომისები. კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე – ეს, ერთხელ და სამუდამოდ, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა დაიმახსოვრონ.

ამავე დროს, მათ აქვთ კითხვებზე პასუხი გასაცემი: ეს ყველაფერი მათ ჩაიდინეს და აღიარეს N 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით, თუ არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას ეს ყველაფერი დააბრალეს.

მათ მოიტყუეს ასევე „ისკანდერთან“ დაკავშირებით, თითქოს, ის გადაცემული იყო ექსპერტიზისათვის – მაშინ, როდესაც 2008-დან 2012 წლამდე „ისკანდერის“ შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოში და არა ჰააგაში – ისევ და ისევ ელემენტარულად წაკითხულის, დაწერილის წაკითხვა უნდა შეეძლოს იმ ადამიანს, რომელიც წარმომადგენლად არის საკონსტიტუციო სასამართლოში – არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში.

რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები, იურისტების, ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, ვერც „ისკანდერი“ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოსთვის და საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პერსპექტივა რანაირად მოგვემართება ჩვენ – ამ კითხვას სვამენ და ესეც გაბათილდაო, მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ბეჟაშვილი ჩვენ გვისვამდა კითხვას, თუ სად არის, სად წერია, რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ჩვენ გვიბრუნებდა ამ კითხვას.

ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ კითხვის დასმით, რომ არავითარი მშვიდობიანი პერსპექტივის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და პირიქით, მათი ქმედებები იყო ზუსტად მილიტარისტული და მათი გადადგმული ნაბიჯები გამოიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციისათვის”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს - კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს და რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს - კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს და რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები