პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიიუსტიციის სამინისტრო

არჩილ გორდულაძე „ნაცმოძრაობას“ ევროსაბჭოს რეზოლუციასა და „ისკანდერთან“ დაკავშირებით ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარტიის განცხადებები სასამართლოზე გამოვლენილი უბადრუკობის გადაფარვის მცდელობაა.

არჩილ გორდულაძე - „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა
ინტერპრესნიუსი

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ვერასდროს გაექცევიან ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებზე პასუხისმგებლობას და მათ ამ თემაზე არსებულ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.

გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიტყუა „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და რომ არა სახელმწიფო უწყებების ერთობლივი ქმედებები, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდებოდა.

„ისინი ამბობენ, თითქოს, გაბათილდა აგვისტოს ომთან დაკავშირებული მათ მიმართ დაყენებული საკითხი. ისინი ვერასდროს გაექცევიან N 1633 რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებს, სადაც წერია, რომ ცხელი ფაზა ესკალაციისა ქართველი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაიწყო და რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ იყო საპასუხო, ხოლო მე-11 პუნქტში არის კითხვის ნიშანი დასმული, ქართულმა სამხედროებმა ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაულები. „ნაცმოძრაობამ" ამ ყველაფერს უწოდა დიპლომატიური წარმატება და კომპრომისები - კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, ეს ერთხელ და სამუდამოდ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა დაიმახსოვრონ. ამავდროულად, მათ აქვთ კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს ყველაფერი მათ ჩაიდინეს და აღიარეს N 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით, თუ არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას ეს ყველაფერი დააბრალეს.

მათ მოიტყუეს ასევე „ისკანდერთან“ დაკავშირებით, თითქოს ის გადაცემული იყო ექსპერტიზისათვის, მაშინ როდესაც 2008-დან 2012 წლამდე „ისკანდერის“ შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოში და არა ჰააგაში. ისევ და ისევ ელემენტარულად დაწერილის წაკითხვა უნდა შეეძლოს იმ ადამიანს, რომელიც წარმომადგენლად არის საკონსტიტუციო სასამართლოში. რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები, იურისტების, ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, ვერც „ისკანდერი“ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოსთვის და საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პერსპექტივა რანაირად მოგვემართება ჩვენ. ამ კითხვას სვამენ და ესეც გაბათილდაო, მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ბეჟაშვილი ჩვენ გვისვამდა კითხვას, თუ სად არის, სად წერია, რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ჩვენ გვიბრუნებდა ამ კითხვას. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ კითხვის დასმით, რომ არავითარი მშვიდობიანი პერსპექტივის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და პირიქით, მათი ქმედებები იყო ზუსტად მილიტარისტული და მათი გადადგმული ნაბიჯები გამოიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციისათვის," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში 2004-12 წლების მსგავსად თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა მაშინ, როცა სასამართლოს შენობაში სხდომა არ მიმდინარეობს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა წითლიძის შეფასებებზე წამების შედეგად გარდაცვლილი როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის მიმართ და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას წამების მსხვერპლთა მიმართ.

„ნიშანდობლივია განცხადება, რომ მათ თურმე არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ასე „უპრაგონოდ“ შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში, როცა სასამართლო სხდომა არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგების გასამართი ადგილი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა გორდულაძემ.

მან ასევე ისაუბრა ყინწვისის სპეცოპერაციაზე და აღნიშნა, რომ „წითლიძე გუშინ ღიმილით საუბრობდა ადამიანების წამებაზე".

ამასთან, გორდულაძემ აბსოლუტური ტყუილი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებაც, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

„18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერც ერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად ისინი თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს არის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მიიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე საუბრობდა იგი სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერ გააკეთებენ იმისათვის, დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორც 2004-2012 წლებში იყო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას" სურს, საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, თითქოს, ყველაფერი გააკეთეს სასამართლოში, თუმცა, „საზოგადოებამ 18 დღის განმავლობაში ნათლად დაინახა, რომ პარტიები თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს - კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს და რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში
  2. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობა” ვერასდროს გაექცევა N1633 რეზოლუციის პუნქტებს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე. მათ მოიტყუეს „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და, რომ არა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ თურმე არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე „უპრაგონოდ“ შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები