ლევან მაჭავარიანი საკაშვილის პოსტზე, სადაც ის წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა: ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში რუსეთის დაკვეთით მოქმედებდა, რაც მოჰყვა ექსპრეზიდენტის პოსტს იმის შესახებ, რომ „ვარდების რევოლუცია“ იგორ ივანოვმა აკურთხა.

ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე მეტყველებს ფაქტები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებდა რუსულ საქმეს და ამაზე ფაქტები მეტყველებს.
„მათ ხელი მოუწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენას. ხელი მოაწერეს ტალიავინის დასკვნას, სადაც ეწერა, რომ თითქოს ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა სამხედრო აგრესია საქართველოში. ამის შემდეგ მათ გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამის შემდეგ მერე მათ გადაუფორმეს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. მათ გადამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რაც არის ნამდვილად რუსული საქმეები და რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის სასარგებლოდ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება - იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიალევან მაჭავარიანი – მიხეილ სააკაშვილმა იმდენი რამე დაუშავა საქართველოს, რომ სავარაუდოდ, მის ქმედებებში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული
მიხეილ სააკაშვილი ატარებდა ისეთი ქვეყნების ინტერესს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესთან და რამდენი ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული ძალიან რთული სათქმელია - ლევან მაჭავარიანი
ფაქტობრივად, სააკაშვილმა აღიარა, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე მეტყველებს ფაქტები - ლევან მაჭავარიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…