პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

4 ბანკი ზარალზეა, 16 - მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს ბანკითიბისი ბანკი

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 10 თვეში 20%-ით გაიზარდა და 3.23 მილიარდ ლარს მიაღწია. 20 კომერციული ბანკიდან 16 მოგებაზეა, ხოლო 4 ზარალს განიცდის.

4 ბანკი ზარალზეა, 16 - მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები
BM.GE

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 10 თვეში 3.23 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. როგორც მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, მოგება წლიურ ჭრილში 541 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი (2025 წლის 10 თვეში სექტორის წმინდა მოგება 2.69 მილიარდი ლარი იყო). ამასთან, 20 ბანკიდან 16 მოგებაზეა, 4 კი - ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 1.62 მილიარდი ლარის მოგება „საქართველოს ბანკს“ აქვს, რაც წლიურად 20%-იან ზრდას უტოლდება. მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 1.19 მილიარდი ლარით (+17% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას „ბაზისბანკი“ იკავებს 119.3 მილიონი ლარით (+36%), ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მოგება წლიურ ჭრილში 3%-ით, 108.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილიდან „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკის“ საკუთრებაში გადავიდა. ჯერჯერობით „ლიბერთი“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს, მომავალში კი ამ ბანკების შერწყმაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან: პეისერა ბანკი, ჰეშბანკი, ვითიბი საქართველო და სილქ ბანკი.

#

ბანკები

2026 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგება (მლნ ლარი)

ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან

1

საქართველოს ბანკი

1615.1 მილიონი;

20%

2

თი–ბი–სი ბანკი

1185.9 მილიონი;

17%

3

ბაზის ბანკი

119.3 მილიონი;

36%

4

ლიბერთი ბანკი

108.6 მილიონი;

3%

5

კრედო ბანკი

79.3 მილიონი;

7%

6

ქართუ ბანკი

35.1 მილიონი;

-2%

7

პროკრედიტ ბანკი

32.8 მილიონი;

30%

8

ტერა ბანკი

27.8 მილიონი;

11%

9

ხალიკ ბანკი

20.9 მილიონი;

29%

10

იშ ბანკ

13.2 მილიონი;

8%

11

პეივბანკი

12.1 მილიონი;

1099%

12

მიკრობანკი კრისტალი

10.8 მილიონი;

-24%

13

ზირაათ ბანკი

9.2 მილიონი;

61%

14

პაშაბანკი

7.8 მილიონი;

391%

15

მიკრობანკი ემბისი

3.1 მილიონი;

-51%

16

ნეო ქართული ჯგუფი

1.1 მილიონი;

ბანკმა საქმიანობის ლიცენზია 2026 წელს მიიღო

17

პეისერა

-2 მილიონი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.2 მლნ ლარის ზარალზე იყო

18

ჰეშბანკი

-9.9 მილიონი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 9.1 მლნ ლარის ზარალზე იყო

19

ვი–თი–ბი ბანკი

-16.6 მილიონი;

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 47.6 მლნ ლარის ზარალზე იყო

20

სილქ ბანკი

-22.3 მილიონი.

ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 19.7 მლნ ლარის ზარალზე იყო

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური4 ბანკი ზარალზეა, 16 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
4 ბანკი ზარალზეა, 16 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები