მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები
საქართველოში მოქმედი ორი მიკრობანკის ჯამურმა საკრედიტო პორტფელმა 9 თვის მონაცემებით 768.1 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც „კრისტალზე“ 610.9 მლნ, ხოლო „ემბისიზე“ 157.2 მლნ ლარი მოდის.

მიკრობანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა. ბაზარზე მოქმედი ორი მიკრობანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ მათი ჯამური საკრედიტო პორტფელი 2026 წლის 9 თვის მონაცემებით 768.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 5.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„კრისტალის“ საკრედიტო პორტფელი 610.9 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო „ემბისის“ მიერ გაცემული სესხების მოცულობა 157.2 მლნ ლარია.
რაც შეეხება მიკრობანკების მიერ მოზიდული ანაბრების პორტფელს, 9 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 77.5 მლნ ლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე თითქმის სამჯერ მეტია.
„კრისტალის“ დეპოზიტების პორტფელი 56.4 მლნ ლარია, ხოლო „ემბისის“ 21.1 მლნ ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 9 თვეში „კრისტალის“ წმინდა მოგებამ 10.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო „ემბისის“ მოგება ამავე პერიოდში 2.9 მლნ ლარი იყო.
ცნოვისთვის, ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის პირველი ლიცენზია 2024 წლის დეკემბერში გასცა. ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ ორი მიკრობანკი - “კრისტალი” და “ემბისი" ოპერირებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…