4 ბანკი ზარალზეა, 16 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 10 თვის ფინანსური შედეგები
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 10 თვეში 20%-ით გაიზარდა და 3.23 მილიარდ ლარს მიაღწია. 20 ბანკიდან 16 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე; ყველაზე დიდი მოგება „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ დააფიქსირეს.

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის 10 თვეში 3.23 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 541 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი (2025 წლის 10 თვეში სექტორის წმინდა მოგება 2.69 მილიარდი ლარი იყო). ამასთან, 20 ბანკიდან 16 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი 1.62 მილიარდი ლარის მოგება „საქართველოს ბანკს“ აქვს, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 1.19 მილიარდი ლარით (+17% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას „ბაზისბანკი“ იკავებს 119.3 მილიონი ლარით (+36%), ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მოგება წლიურ ჭრილში 3%-ით, 108.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილიდან „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკის“ საკუთრებაში გადავიდა, ჯერჯერობით „ლიბერთი“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას განაგრძობს, ხოლო მომავალში ამ ბანკების შერწყმა არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან: პეისერა ბანკი, ჰეშბანკი, ვითიბი ბანკი საქართველო და სილქ ბანკი.
#
ბანკები
2026 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგება (მლნ ლარი)
ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1
საქართველოს ბანკი
1615.1
20%
2
თი–ბი–სი ბანკი
1185.9
17%
3
ბაზის ბანკი
119.3
36%
4
ლიბერთი ბანკი
108.6
3%
5
კრედო ბანკი
79.3
7%
6
ქართუ ბანკი
35.1
-2%
7
პროკრედიტ ბანკი
32.8
30%
8
ტერა ბანკი
27.8
11%
9
ხალიკ ბანკი
20.9
29%
10
იშ ბანკ
13.2
8%
11
პეივბანკი
12.1
1099%
12
მიკრობანკი კრისტალი
10.8
-24%
13
ზირაათ ბანკი
9.2
61%
14
პაშაბანკი
7.8
391%
15
მიკრობანკი ემბისი
3.1
-51%
16
ნეო ქართული ჯგუფი
1.1
ბანკმა საქმიანობის ლიცენზია 2026 წელს მიიღო
17
პეისერა
-2
ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.2 მლნ ლარის ზარალზე იყო
18
ჰეშბანკი
-9.9
ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 9.1 მლნ ლარის ზარალზე იყო
19
ვი–თი–ბი ბანკი
-16.6
ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 47.6 მლნ ლარის ზარალზე იყო
20
სილქ ბანკი
-22.3
ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 19.7 მლნ ლარის ზარალზე იყო
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…