სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორად თამაზ შუბითიძე დაინიშნა, რომელიც პირად შემადგენლობას სუს-ის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა წარუდგინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს.
ახალი დირექტორი პირად შემადგენლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
თამაზ ბორაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, რომან ქარცივაძეს გაწეული სამსახურისთვის.
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორს, თამაზ შუბითიძეს სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 7 წლის განმავლობაში, აღნიშნულ დეპარტამენტში, ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი, თამაზ შუბითიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.