პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

2027 წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეები, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოურ ვალუტაში სესხს მხოლოდ 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე მეტი მოცულობის შემთხვევაში აიღებენ, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 1 მლნ ლარისა.

ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
რადიო თავისუფლება

არსებული წესით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შესაძლებელია:

​თუკი ადამიანს ხელფასი ერიცხება იმავე ვალუტაში;

თუკი თანხის მოცულობა ეკვივალენტ ლარში 1 000 000 ლარზე ნაკლებია.

2027 წლის 1 თებერვლიდან კი ადამიანს, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, უცხოურ ვალუტაში ფულის სესხება შეეძლება, თუკი 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე მეტი დასჭირდება.

„ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს“, - წერია ბანკის განცხადებაში.

უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება 2017 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა. მას შემდეგ ეს რიცხვი მუდმივად მზარდია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციური1-ელი თებერვლიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾1.5 მილიონის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
  2. TV პირველიოპოზიციურიდოლარში სესხის აღება რთულდება - ეროვნული ბანკი მილიონნახევრიან ლიმიტს აწესებს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიუცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო გართულდა
  4. პირველი არხისამთავრობოლარში შემოსავლის მქონე პირებისთვის 2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები