პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლარში შემოსავლის მქონე პირებისთვის 2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან ლარში შემოსავლის მქონე პირებისთვის 1.5 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

ლარში შემოსავლის მქონე პირებისთვის 2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა
პირველი არხი

2027 წლის პირველი თებერვლიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიიღეს. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.

ბრძანების თანახმად, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1.5 მილიონ ლარამდე სესხი ან საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებლის შემოსავალი სრულად არის დაცული კურსის მერყეობისგან. ამ გადაწყვეტილებას მარეგულირებელში იმით ხსნიან, რომ რეგულაცია ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად შემოიღეს.

„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ეროვნული ბანკის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი ივლისიდან ამ დრომდე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვარი ერთი მილიონი ლარი იყო, იქამდე 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის პირველ ივლისამდე 750 000 ლარის ზღვარი მოქმედებდა, უფრო ადრე კი 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველ აგვისტომდე 500 000 ლარის ზღვარი იყო ძალაში. თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა 2024 წელს ეს ზღვარი 200 000 ლარიდან 400 000 ლარამდე გაზარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციური1-ელი თებერვლიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾1.5 მილიონის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურივისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
  3. TV პირველიოპოზიციურიდოლარში სესხის აღება რთულდება - ეროვნული ბანკი მილიონნახევრიან ლიმიტს აწესებს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიუცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო გართულდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები