პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა. პრეპარატი სოციალურად დაუცველებს 100%-ით, ხოლო სხვა ბენეფიციარებს 80%-ით უფინანსდებათ.

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
რუსთავი 2

თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის "აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღვანდელ სხომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2025 წლის სექტემბერში დაიწყო.

"პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, მედიკამენტის მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც, მოქალაქე მას აფთიაქში იღებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქე, „აქტემრას“ დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, თბილისის მერიას მიმართავს.

"თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია ამ ქრონიკული აუტოიმუნური დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. შესაბამისად, მოქალაქე ქმედუნარიანი ხდება და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები