პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით ითანამშრომლებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო

საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ითანამშრომლებენ, რაც ქართულმა მხარემ სლოვაკეთის ინსტიტუტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განიხილა.

საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით ითანამშრომლებენ
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, გიორგი იაკობაშვილთან და მის მოადგილეებთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ინსტიტუტის ლაბორატორიული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზოლტან კრაშჩენიცი ხელმძღვანელობს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს პესტიციდების კონტროლის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება გამახვილდა მცენარეთა დაცვის საშუალებების შემადგენლობის, ხარისხისა და ნარჩენების კონტროლის პროცედურებზე. საუბარი შეეხო ლაბორატორიული კვლევების სიზუსტისა და სანდოობის ამაღლებას, აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის როლს. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი სწავლებების და ტექნიკური კონსულტაციების შესაძლებლობებზე.

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტი (ÚKSÚP) სლოვაკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული საკონტროლო და საგამოცდო ორგანიზაციაა. ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, სერტიფიცირებასა და აკრედიტებულ ლაბორატორიულ კვლევებს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის, ცხოველის საკვებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები