პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში, კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა

თბილისის მერია

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან 6 თვეში კვლევა 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა, ხოლო 140-ს დამატებითი გამოკვლევის რეკომენდაცია მიეცა.

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში, კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა
რუსთავი 2

ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რისი მიზანიცაა აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში 10 088 მოქალაქის კვლევა დაფინანსდა.

„თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის მაისში, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო და მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ექვს თვეში ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 088 მოქალაქეს დაუფინანსა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით, რადგან წინასწარი გამოკვლევების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრევენციული ღონისძიების თვალსაზრისით, წინასწარი გამოკვლევების ჩატარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 15 წელია თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულიად უფასოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე მაგისტრანტების ფინანსური წახალისების მიზნით, განაცხადების მიღება იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები