პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე შეკვეთილში, ,,სთარინგ ჯორჯიას” სისტემაში გაერთიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე შეკვეთილში „სთარინგ ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურას გაეცნო, სადაც სასცენო გადახურვის რეაბილიტაცია იწყება და 2027 წლიდან ახალი დინოზავრების პარკი „დინოტოპია“ გაიხსნება.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე შეკვეთილში, ,,სთარინგ ჯორჯიას” სისტემაში გაერთიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
იმედინიუსი

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მოადგილესთან, ნათია შამათავასთან ერთად, შეკვეთილში ,,სთარინგ ჯორჯიას” ეკოსისტემაში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია შპს ,,სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძისგან, დირექტორ თამარ ჩხაიძისგან და პროექტების ხელმძღვანელისგან ციცი იაშვილისგან მოისმინა.

,,სთარინგ ჯორჯია” ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო კულტურული და გასართობი ინდუსტრიის რუკაზე წარმოაჩინა, როგორც მსოფლიო დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა.

„მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა ზრდის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას, ხელს უწყობს ტურიზმის, მათ შორის მუსიკალური ტურიზმის განვითარებას და ზრდის ვიზიტორთა ნაკადებს. საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს არა მხოლოდ ქვეყანა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან, არამედ ქვეყანა, რომელიც თავად ხდება საერთაშორისო კულტურული მოვლენების შექმნისა და განვითარების ადგილი. მსოფლიო დონის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებების მასპინძლობის პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებით ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. ამ მიმართულებით გამორჩეულია შეკვეთილის ეკოსისტემა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასშტაბურია სამუშაოები, რასაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ,,სთარინგ ჯორჯია” ახორციელებს. გარდა იმისა, რომ წესრიგდება ინფრასტრუქტურა პარკებში, მასშტაბური სამუშაოები იწყება სასცენო გადახურვის რეაბილიტაციის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,სთარინგ ჯორჯიას” საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობისთვის.

,,სთარინგ ჯორჯიას” ეკოსისტემაში გაერთიანების შემდეგ, განახლების სამუშაოები ჩატარდა პარკ „ციცინათელაში“ - მოწესრიგდა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემები, დაინერგა შესვლის ახალი სისტემა, მიმდინარეობს ატრაქციონების, კვების ობიექტებისა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება.

2026 წლის სეზონისთვის სრულად განახლდა პარკი „საქართველო მინიატურებში“ - რესტავრაცია ჩაუტარდა ყველა მინიატურულ ძეგლს; მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და შეიცვალა განათების სისტემა.

შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიხსნა ახალი სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“, რომელიც აერთიანებს მცენარეთა კულტურას, გასტრონომიას, დიზაინსა და განათლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი პროდუქციის წარმოჩენას: სივრცეში წარმოდგენილია გურიის ღვინისა და ჩაის კულტურა, რაც რეგიონული მეწარმეობის მხარდაჭერასა და გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. ბაღი აქტიურად ავითარებს საგანმანათლებლო მიმართულებასაც. კამპანიას „გახდი ჰეკატეს ბაღის შეგირდი“ ათობით სკოლა შეუერთდა.

შეკვეთილის ეკოსისტემას 2027 წლის სეზონიდან ახალი პროექტი - „დინოტოპია“ შეემატება. საქართველოში ყველაზე დიდი დინოზავრების პარკის კონცეფცია 50-მდე დინოზავრისა და პრეისტორიული ხანის ქმნილების მოდელს, ასევე შემეცნებით და ინტერაქციულ სივრცეებს გააერთიანებს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე შეკვეთილში, "სთარინგ ჯორჯიას" (Starring Georgia) სისტემაში გაერთიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები