პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს პარლამენტიკულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ თეატრი საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი, დროებითი შენობა კი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ადგილზე გაეცნო
იმედინიუსი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

„ფოთის თეატრი დღეს საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი. ამ ეტაპზე იგი უსასყიდლოდ სარგებლობს ფოთის კულტურის სახლის შენობით, რომელიც თავადაც სრულად საჭიროებს რეაბილიტაციას. შედეგად, თეატრს არ აქვს სათანადო პირობები სრულფასოვანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი თეატრია და იმსახურებს უსაფრთხო, თანამედროვე, მისი ისტორიული მნიშვნელობის შესაბამის გარემოს. ჩვენი ამოცანაა დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თეატრმა ღირსეულ პირობებში შეძლოს უწყვეტი და სრულფასოვანი საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ფოთის თეატრი შემოქმედებით საქმიანობას არ წყვეტს და მაყურებელს სპექტაკლებს ოზურგეთის, სენაკის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში წარუდგენს.

მინისტრთან ერთად ფოთის თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხახუბია და გენრიეტა წიწავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ინფომაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ადგილზე გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები