საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის ფიქტიური რეექსპორტითა და გადასახადებისგან თავის არიდებით ბიუჯეტისთვის 76 000 ლარზე მეტი ზიანის მიყენების ბრალდებით 6 პირს ბრალი წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ, მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ. ამ დოკუმენტების საფუძველზე, მათ 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს.
ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ამასთან, მათზე შესაბამისი საბაჟო გადასახადები არ გადახდილა.
აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…