პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკიდან გაწერეს. ქეთევან ბარაბაძის ცნობით, ექიმთა კონსილიუმმა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბარაბაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და გოგონა ბინაზე გაიწერა.

"ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა, თაია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე მდგომარეობა იყო მკვეთრად გაუმჯობესებული, ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე", - აღნიშნა ქეთევან ბარაბაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოსამი წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს
  3. ალიაოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები