პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სამი წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონა საავადმყოფოდან გაწერეს, აცხადებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ბარაბაძე. 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი დაშავებული კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

სამი წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
პირველი არხი

სამი წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, გოგონას მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუმჯობესებული.

„ინგოროყვას კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა თაია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე, მდგომარეობა იყო მკვეთრად მკვეთრად გაუმჯობესებული. ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე“, – განაცხადა ბარაბაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან ერთი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს
  3. ალიაოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები