პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პაკისტანმა კოსმოსში თავისი პირველი ასტრონავტი გაუშვა

ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი „შენჟოუ-24“ გაუშვა, რომლის ბორტზეც პირველი პაკისტანელი ასტრონავტი, მუჰამედ ზიშან ალი იმყოფება.

პაკისტანმა კოსმოსში თავისი პირველი ასტრონავტი გაუშვა
იმედინიუსი

ჩინეთმა კოსმოსური მისია „შენჟოუ-24“ გაუშვა, რომლის ფარგლებშიც კოსმოსურ სადგურზე სამი ასტრონავტი, მათ შორის პირველი პაკისტანელი ასტრონავტი მუჰამედ ზიშან ალი ჩაფრინდა.

ხომალდი ადგილობრივი დროით 08:18 საათზე გობის უდაბნოდან აფრინდა. ბორტზე ალისთან ერთად, რომელიც სასარგებლო ტვირთის სპეციალისტის ფუნქციას ასრულებს, მისიის მეთაური თანგ ხუნგპო და ბორტინჟინერი უ ი იმყოფებიან.

ვინაიდან პაკისტანს ადამიანების კოსმოსში გასაგზავნად საკუთარი ხომალდი არ გააჩნია, პეკინის ეს მიწვევა უმნიშვნელოვანესია. ალის თქმით, მას „მხრებზე პაკისტანის სახელი და 250 მილიონი პაკისტანელის იმედი აწევს“.

როგორც BBC წერს, პეკინისთვის ეს დიდი დიპლომატიური მოვლენაა - მას სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ მის კოსმოსურ სადგურს აქვს პოტენციალი, იქცეს საერთაშორისო კვლევით პლატფორმად და არა მხოლოდ ჩინურ ობიექტად.

კოსმოსში ყოფნისას „შენჟოუ-24“-ის ეკიპაჟი ექსპერიმენტებს ჩაატარებს და ტექნოლოგიებს გამოცდის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კოსმოსური ბიომეცნიერებები, აეროკოსმოსური მედიცინა და წვის პროცესები.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვითარება რუსეთის რეგიონების ავტოგასამართ სადგურებზე 24 ნოემბერსწაიკითხე

უახლესი ამბები