პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Black Friday-ზე საყიდლებზე გასვლას ამერიკელთა 87% გეგმავს – Deloitte

Deloitte-ის კვლევით, ამერიკელთა 87% Black Friday-სა და კიბერ-ორშაბათის ფასდაკლებებით სარგებლობას გეგმავს, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია, თუმცა საშუალო დანახარჯი გასული წლის დონეზე — 624 დოლარზე რჩება.

Black Friday-ზე საყიდლებზე გასვლას ამერიკელთა 87% გეგმავს – Deloitte
BM.GE

Black Friday-სა და კიბერ-ორშაბათის ფასდაკლებებით სარგებლობას ამერიკელი მომხმარებლების 87% გეგმავს. Deloitte-ის კვლევის თანახმად, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, როგორც სტატისტიკიდან ვიგებთ, მიუხედავად გაზრდილი ინტერესისა, მომხმარებელთა საშუალო მოსალოდნელი დანახარჯი გასული წლის დონეზე რჩება და 624 დოლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის 19-26 ოქტომბრის პერიოდში 1 200 ამერიკელი მომხმარებლის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 72% გარკვეული პროდუქტების შეძენას ფასდაკლებების დაწყებამდე არ აპირებს და უფრო ხელსაყრელ შეთავაზებებს ელოდება. ამასთან, მომხმარებელთა 61% აქციების პერიოდში მაქსიმალურად ბევრი ფასდაკლებით სარგებლობას გეგმავს.

Deloitte-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა სამომხმარებლო გეგმებზე ცხოვრების გაძვირებაც აისახება. კერძოდ, წლიური შემოსავლის სახით 100 000-დან 199 000 დოლარამდე შემოსავლის მქონე ამერიკელები გასულ წელთან შედარებით, 7%-ით ნაკლების დახარჯვას გეგმავენ. ამის საპირისპიროდ, 50 000 დოლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებში მოსალოდნელი დანახარჯი 17%-ით იზრდება.

ყველაზე მაღალი სამომხმარებლო აქტივობა Z-თაობაშია მოსალოდნელი. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა 94% ფასდაკლებებით სარგებლობას გეგმავს, საშუალო მოსალოდნელი დანახარჯი კი 752 დოლარია. ამასთან, Z-თაობის მომხმარებელთა 40% შესყიდვების დასაფინანსებლად გადავადებული გადახდის სერვისის (Buy Now, Pay Later) გამოყენებას აპირებს.

შესყიდვების კატეგორიებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ტანსაცმელი და აქსესუარებია, რომელთა შეძენას მომხმარებელთა 76% გეგმავს. ელექტრონიკისა და აქსესუარების ყიდვას - გამოკითხულთა 58%, სათამაშოებისა და ჰობის შესაბამისი ნივთების შეძენას კი 57% აპირებს. მომხმარებელთა დაგეგმილი ბიუჯეტის 61% - ონლაინ-შესყიდვებზე, 39% კი ფიზიკურ მაღაზიებში დაიხარჯება. ონლაინ ვაჭრობისთვის ყველაზე აქტიურ დღედ კიბერ-ორშაბათი რჩება, როდესაც ინტერნეტით შოპინგს გამოკითხულთა 60% გეგმავს.

კვლევის თანახმად, მომხმარებელთა სავაჭრო გადაწყვეტილებებზე გავლენას სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტიც ახდენს. ორივე არხის მომხმარებლები Black Friday-სა და კიბერ-ორშაბათის პერიოდში საშუალოდ 765 დოლარის დახარჯვას გეგმავენ, მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანით მოსარგებლეთა შემთხვევაში მოსალოდნელი დანახარჯი 476 დოლარს შეადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიBlack Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitte
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Black Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitteწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები