არჩილ გორდულაძე შეწყალებით გათავისუფლებულთა მიმართ ბულინგზე: „ეს უფრო უკეთესად წარმოაჩენს იმ სახეს, რაც აქვს მოძალადე ადამიანს – მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ შეწყალებულთა მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება მოძალადის სახეს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ „მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი“.

„მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
ის ასე გამოეხმაურა ძალადობრივი აქციებისას დაკავებულთა მიერ დანაშაულის აღიარებისა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის გამო ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან შეწყალებულთა ბულინგს.
„როდესაც მამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელი ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოსო, არ ვიცი, ეს საერთოდ რა დამოკიდებულებაა. ალბათ, უფრო უკეთესად წარმოაჩენს იმ სახეს, რაც აქვს მოძალადე ადამიანს, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს, მაგალითად, პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და რუსთაველის გამზირზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ხანძრის დანთება. მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი ”, – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამამა საკუთარ შვილზე ამბობს, რომ ორი წელია იბრძვიან, რათა მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოს... არ ვიცი, ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ, ალბათ, უკეთესად წარმოაჩენს მოძალადე ადამიანის სახეს - არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძე შეწყალებით გათავისუფლებულთა მიმართ ბულინგზე: ეს უფრო უკეთესად წარმოაჩენს იმ სახეს, რაც აქვს მოძალადე ადამიანს - მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…