პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: “როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაშემსრულებელია, მისი განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც”

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტიის მიერ ძალადობისგან გამიჯვნის განცხადება ვერ იქნება ინდულგენცია, თუ ის წარსულში ადამიანის უფლებების დამრღვევ ძალასთან კოალიციას გეგმავს.

არჩილ გორდულაძე: “როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაშემსრულებელია, მისი განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც”
POSTV

“როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და, პირდაპირ, წამების თანაშემსრულებელია, მისი განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც”,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

„ჯერ ხომ ასეთი გამიჯვნა არ არსებობს და არ უთქვამთ კონკრეტულ პარტიებს, და ბევრი მტკიცებულებაა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, კიდევ ერთხელ, პლენუმის წინაშე ნათქვამი იყო სიტყვები, რომ არავითარი ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა. არც პენიტენციურ სისტემაში. როდესაც სიტყვები – სისტემური და სისტემატური – ჩვენი ნათქვამი არ არის, ეს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამია, ამ დროს, კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით, რაც არ გაუკეთებიათ კიდეც… სულ რომ გაეკეთებინა, მერე თავისი ქმედება გამოხატულია, რომ ამ პარტიასთან ერთად იგი აპირებს, კოალიციური მმართველობა შექმნას. რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელი ხდება, რომ წარსულში ფეხქვეშ რომ თელავდა ადამიანს, როგორც ინდივიდს და უმაღლეს ღირებულებას, მომავალშიც, კოალიციური მმართველობის შემთხვევაშიც, იმავეს გააკეთებს, პირდაპირ თანამონაწილე გახდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
  4. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – პარტია, რომელიც ქმნის მწამებლურ სისტემას და დღესაც არ ემიჯნება ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალში იმავეს გააკეთებს
  5. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ისე მოქმედებდნენ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები