პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე შენჟენის სამმხრივ შეხვედრაზე: „ეს არ იყო გადანაწილების კლასიკური მაგალითი, მაგრამ საკუთარი ინტერესები დააფიქსირა სამმა ზესახელმწიფომ. მათ შორის, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ შუა დერეფანია, სადაც საკვანძო როლი, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ე.წ. საჩვენო ინტერესებია“

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, შენჟენის სამმხრივ შეხვედრაზე ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი შუა დერეფანია, სადაც საქართველოს საკვანძო როლი აქვს, ამიტომ ეს ე.წ. „საჩვენო ინტერესებია“.

გია აბაშიძე შენჟენის სამმხრივ შეხვედრაზე: „ეს არ იყო გადანაწილების კლასიკური მაგალითი, მაგრამ საკუთარი ინტერესები დააფიქსირა სამმა ზესახელმწიფომ. მათ შორის, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ შუა დერეფანია, სადაც საკვანძო როლი, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ე.წ. საჩვენო ინტერესებია“
POSTV

„ეს არ იყო გადანაწილების კლასიკური მაგალითი, მაგრამ საკუთარი ინტერესები დააფიქსირა სამმა ზესახელმწიფომ. მათ შორის, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ შუა დერეფანია, სადაც საკვანძო როლი, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ე.წ. საჩვენო ინტერესებია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ ტრამპს ახალი მოწვევის კონგრესამდეც აქვს შიდა დაპირისპირება როგორც საკუთარ პარტიაში – რესპუბლიკელებში, ასევე – დემოკრატებში და ასე ადვილად, სკანდალების გარეშე, ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება, რომ ომის მთავარი წყაროები – დაზვერვა, ინფორმაცია, შეიარაღება და ა.შ. – ერთი ღილაკით გააჩეროს. ასე ვერ მოხდება, ამიტომ ჩქარობს, რომ ზეწოლით, გარიგებით მოასწროს მაქსიმალურად სამ იანვრამდე – ვიდრე დემოკრატების ახალი შემადგენლობა უმრავლესობას დაიკავებს ორივე პალატაში.

რაც შეეხება შენჟენის სამიტს, ეს არ იყო გადანაწილების კლასიკური მაგალითი, მაგრამ საკუთარი ინტერესები დააფიქსირა სამმა ზესახელმწიფომ, სამმა ბირთვულმა ზესახელმწიფომ – ანუ განაახლეს, „დააფდეითეს“ თავიანთი ე.წ. „აჯენდა“ – დღის წესრიგი.

ცხადია, ჩინეთი, მასპინძელი ქვეყანა, ყველაზე მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა პიარულადაც და პოლიტიკურადაც, რადგან მან უმასპინძლა პირველ ასეთ ისტორიულ სამიტს. რა თქმა უნდა, ჩინეთს აქვს თავისი ინტერესები და ორი მთავარი მინდა გამოვყო: ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპი, რომ ტაივანი მისია და იქ სხვა მანევრები და მანიპულაციები წარმოუდგენელია, და მეორე – შუა დერეფანი, რომელიც ძალიან გააქტიურდა როგორც 2013 წლის ბოლოდან, მით უფრო 2022 წლიდან, რადგან მას სჭირდება ალტერნატივა. შუა დერეფანში ვის აქვს საკვანძო როლი? რა თქმა უნდა, საქართველოს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ე.წ. საჩვენო ინტერესებია. ამ თავისი ინტერესების დაფიქსირებაში ჩინეთი, სი ძინპინი იტყოდა, რომ არ უნდა შუა დერეფანს შეფერხება ჰქონდეს, და ბუნებრივია, იქ სხვა ინტერესებიც იქნებოდა – ტრამპი თავისას დააყენებდა, რუსეთი – თავისას. უბრალოდ, მე ახლა ჩინეთის ინტერესები აღვნიშნე. მით უმეტეს, აქვე გასათვალისწინებელია ცოტა ხნის წინ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ერთ-ერთი ზესახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი ჩამოვიდა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს "სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად" მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები