პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოში სუროგაცია იკრძალება - ინიციატივა მალე კანონპროექტის სახეს მიიღებს

საპატრიარქო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას ქალების პოტენციური ექსპლუატაცია, კრიმინალის საფრთხე და ადამიანით ვაჭრობის რისკი ახლავს. ინიციატივა მალე კანონპროექტის სახეს მიიღებს, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას.

ქალების პოტენციური ექსპლუატაცია, კრიმინალის საფრთხე, ადამიანით ვაჭრობის რისკი - ეს ის გამოწვევებია, რომელიც სუროგაციას თან ახლავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ, სამართლებრივი და მორალური პრობლემების დაზღვევის მიზნით, სახელმწიფომ სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა საპატრიარქოს პოზიციაზეც ისაუბრა, განმარტა ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოში ამ სერვისით მომსახურება მხოლოდ 7 ქვეყანაშია დასაშვები.

ინიციატივა მალე კანონპროექტის სახეს მიიღებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საპარლამენტო სესიაზე სუროგაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები გაიხსენა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ტიპის მომსახურებას საქართველოში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესებასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

სუროგაცია რომ სამართლებრივ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ამას ვერც ოპოზიციაში უარყოფენ. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას მაინც იწუნებენ და ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე ამ პროცესს დემოგრაფიული მონაცემის გაუმჯობესებასთან აკავშირებენ.

გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვენია - ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც სუროგაცია კანონითაა აკრძალული. სამართლებრივად კიდევ უფრო მკაცრია იტალიის მიდგომა, რომელშიც სუროგაცია კრიმინალიზებულია. საერთაშორისო პრაქტიკა და კრიმინალური საფრთხეებისაგან ახალშობილებისა და ქალების დაცვა - სწორედ ამ არგუმენტებით იხელმძღვანელებენ მმართველ გუნდში კანონის შემუშავების პროცესში, რომელმაც კომერციული სუროგაცია უნდა აკრძალოს.

გადაწყვეტილება სუროგაციის კანონით აკრძალვის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა. შეზღუდვა არ შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას. ახალ ინიციატივას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც გამოეხმაურა და მთავრობის გადაწყვეტილებას ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კვლავ დისკუსიის საგანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამართლებრივი კუთხით, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომ არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები