ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ-ს ფეხბურთელ დეზირე დუეს მუხლის ჯვარედინი იოგი გაუწყდა, რის გამოც ის სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მსგავსი ტრავმა ოქტომბერში ჰქონდა, დუეს სოციალური ქსელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნიცასთან“ მატჩის 38-ე წუთზე პსჟ-ს გარემარბის დეზირე დუეს მიღებული ტრავმა მძიმე აღმოჩნდა.
დუეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და ნოემბრის ბოლოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს. სავარაუდოდ, ის ამ სეზონში ვერ ითამაშებს.
ანალოგიური ტრავმა ოქტომბერში „პარი სენ ჟერმენის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც დუეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„იყავი ძლიერი, ძმაო. ჩვენ ამას გადავლახავთ და მალე ერთად ვიქნებით მოედანზე - გავიღიმებთ და იმით ვიქნებით დაკავებული, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, - წერს კვარაცხელია „ინსტაგრამზე“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…