პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია: საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ისტორიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა ქვეყნის პოლიტიკური მომავალი უნდა განსაზღვროს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს.

გიორგი გაბუნია: საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ისტორიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს
იმედინიუსი

საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ისტორიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, „საზოგადოება ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, რადიკალური პარტიები გარე ძალების დავალებით და დაფინანსებით ცდილობდნენ რევოლუციებისა და არეულობების მოწყობას, რაც საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს ის დანაშაულებიც, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა.

„ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვხედავთ, როგორ ავლენენ საკუთარ თავს. როგორ უდგებიან თუნდაც იმ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოში მიდის განხილვები. იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილია მათი მმართველობის პერიოდში, რა დამოკიდებულება აქვთ ამ დანაშაულების მიმართ. არანაირი მონანიება, არანაირი ბოდიშის მოხდის სურვილი ან განცდა იმისა, რომ ჩვენ დავაშავეთ და ზიანი მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას. არა, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ ეს უტიფრობა, ეს თავხედობა, რასაც ჩვენ პირაპირ ეთერში ვისმენთ და ვხედავთ. ამიტომ ძალიან კარგია ის, რომ საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს აფასებს. ჩვენ გვახსენებს იმ დროს, როდესაც ეს ძალა იყო ხელისუფლებაში და მართავდა ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშში არის ასახული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს - ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები