"აბსურდის თეატრში არიან რადიკალები - მათ რომ კაცმა მოუსმინოს, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა" - დავით მათიკაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა გრძელდება. დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულის თავიდან აცილებისა და უმძიმესი დანაშაულებისგან თავის დაძვრენის მცდელობაში ადანაშაულებს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.
მე-18 სხდომაზე კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დასვამენ კითხვებს, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიმართავენ.
წინა სხდომებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "ნაცმოძრაობის" წევრთა შეკითხვების უმეტესობა დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიიჩნია, რომ ისინი სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი წარსულის თავიდან აცილებას ცდილობს.
"აბსურდის თეატრში არიან რადიკალები. იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა - მათ რომ კაცმა მოუსმინოს.
ამ დროს, იმდენად უსუსურია, მცდელობა აქვთ, უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ხდება ამ ძალის დანაშაულებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი სახის ბოლომდე დანახვება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…