პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1055 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე„ჩვენ აქ გამოცდაზე არ ვართ“ – რა ხდება პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას1055 ჩანაწერი · 13 მედია

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური სადიზმის კლასიკური გამოვლინებაა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სერგო თეთრაძის საქმეზე წამების უარყოფა პოლიტიკური სადიზმის გამოვლინებაა და ამ პარტიების საქმიანობის აკრძალვის სარჩელის მართებულობას ადასტურებს.

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური სადიზმის კლასიკური გამოვლინებაა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია
რუსთავი 2

"პოლიტიკური უტიფრობა და პოლიტიკური სადიზმის კლასიკური გამოვლინებაა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ სასამართლოს დარბაზში წამებით მოკლული პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის საქმის შესახებ დასმულ შეკითხვას.

"ეს არის პოლიტიკური უტიფრობა და პოლიტიკური სადიზმის კლასიკური გამოვლინება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია. არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, რომ საკუთარი თავის გადარჩენას სცადოს. ისინი, როდესაც ამ წამებას არ ემიჯნებიან და პირიქით ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა, კიდევ უფრო მეტად ადასტურებენ, რამდენად რელევანტური და დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი, რომ ამ პარტიების საქმიანობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით წამების საქმეზე ასეთი მავნებლური განცხადებების გაკეთების დროს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აინტერესებდა, იცნობს თუ არა მოსარჩელე მხარე გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზის შედეგებს. მმართველი გუნდის წევრებმა წითლიძეს წამებით მოკლული პოლკოვნიკის ფოტო აჩვენეს და კითხვითვე უპასუხეს, იყო თუ არა ნაწამები სერგო თეთრაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე წითლიძეს თეთრაძის საქმეზე: თქვენი აზრით, ნაწამები არ არის?.. ყველაფერს აქვს საზღვარი, გარდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების კითხვებისა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები