პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ნაწილი არ არის და პარტიის აკრძალვა წარსული ქმედებებისთვის დაუშვებელია.

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო
იმედინიუსი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სვამდა კითხვებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზედაც გამოძიებები მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის. ესეც იმის დამსახურებაა, რომ როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მტკიცებულებები მიეჩქმალათ, დამნაშავეებს რეალურად არ ჰქონოდათ პასუხისმგებლობის დადგენის არანაირი შიში და ახლა საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი ვერ გამოვიძიეთ.

ისინი არაფერს საუბრობენ ისეთ უმძიმეს საქმეებზე როგორიც არის ოჩიგავას საქმე, როგორიც არის გირგვლიანის, შავაძის, თეთრაძის და ა.შ. არაერთი საქმე, რომელიც არის სისხლიანი რეჟიმიდან გამომდინარე.

ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო, აი ამასაც ამბობდა არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი. ასევე ამბობენ, რომ არ შეიძლება წარსული ქმედებებისთვის და ახლა რომ არ ემიჯნებიდან, ამ ყველაფრიდან გამომდინარე პარტიის საქმიანობის აკრძალვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა განახლდება.

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მე-18 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები ყველანაირად ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: “თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები