ახლობლების სახელით ბანკიდან სესხები აიღო და თანხა მიითვისა – პროკურატურა
პროკურატურამ რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემებით ბანკში ონლაინ სესხები აიღო და 48 130 ლარი მიითვისა.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა შემდეგი:
რუსთავში, ბრალდებულმა, თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთ ბანკში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა.
„ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებული სესხს საერთო ჯამში – 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა“ – წერს პროკურატურა.
ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
- ტაბულა"თანამშრომლებისა და ნათესავის მონაცემებით ONLINE სესხი გაააქტიურა" - დაკავებულია 1 პირი
- ფორმულათანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი
- რუსთავი 2პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებულ სესხს - 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.