ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიშები და ონლაინ სესხების მეშვეობით 48 130 ლარს დაეუფლა. სამართლდამცავებმა ის 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს, სასამართლომ კი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თავისი თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულებაში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა. ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებული სესხს საერთო ჯამში - 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა.

სამართლდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები