პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებულ სესხს - 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხები აიღო და ჯამში 48 130 ლარს დაეუფლა. იგი დაკავებულია და პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თავისი თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულებაში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა. ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებულ სესხს საერთო ჯამში - 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა.
„სამართალდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
- ტაბულა"თანამშრომლებისა და ნათესავის მონაცემებით ONLINE სესხი გაააქტიურა" - დაკავებულია 1 პირი
- ფორმულათანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი
- რუსთავი 2პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- ბათუმელებიახლობლების სახელით ბანკიდან სესხები აიღო და თანხა მიითვისა – პროკურატურა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.