არჩილ გორდულაძე – ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეაფასოს და სარჩელი დააკმაყოფილოს.

არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების მხრიდან დაისმება კითხვები და მოსარჩელე მხარე მზად არის, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს მსჯელობა.
„მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, გაერთიანებული არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ. დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, თითქოს ოპოზიციისთვის ასეთი ფაქტი არ არსებობდა.
„მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ისინი თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად, 2012 წლიდან დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან, პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, გარე მმართველობა დაამყარონ ქვეყანაში. ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, ოპოზიციური ველზე არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაარჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი
არჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობს
არჩილ გორდულაძე: “თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”
არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები
ციტატები სტატიიდან
„მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, გაერთიანებული არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ. დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ“
„მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ისინი თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად, 2012 წლიდან დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან, პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, გარე მმართველობა დაამყარონ ქვეყანაში. ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, ოპოზიციური ველზე არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…