პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე: ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა, ვხედავთ მორიგ აღიარებას საქართველოში პროფესიული განათლების სფეროს წინსვლისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხით

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოში პროფესიული განათლებისა და დასაქმების ზრდა აღიარა. მისი თქმით, ქვეყნის მიმართ გაკეთებული უარგუმენტო პოლიტიკური განცხადებები ორმაგი სტანდარტის მცდელობაა.

გივი მიქანაძე: ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა, ვხედავთ მორიგ აღიარებას საქართველოში პროფესიული განათლების სფეროს წინსვლისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხით
რუსთავი 2

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ არაერთი აღიარება მოვისმინეთ ევროკომისიის მხრიდან, რომელიც საქართველოს წარმატებაზე მეტყველებს. მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური ორგანიზაციებისა, მათ განაცხადეს, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა. ახლა კი ვხედავთ, რომ აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა პროფესიული განათლების სფეროსა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხით“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც საზოგადოების მზარდი ნდობით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა ყოველწლიური ზრდითა და სახელმწიფოს მიერ სწავლის სრულად დაფინანსებით დასტურდება.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული არის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ჩვენი მოქალაქეები დასაქმების შესაძლებლობით და ღირსეული ანაზღაურებით. ამის ფუნდამენტს კი ხარისხიანი განათლება და შესაბამისი კვალიფიკაცია ქმნის.

სწორედ ამიტომ, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია არა მარტო სამინისტროსთვის, არამედ მთლიანად მთავრობისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

საზოგადოების მხრიდან იზრდება პროფესიული განათლების მიმართ ნდობა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მატულობს.

სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს სრულად უფინანსებს სწავლას როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში.

კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ევროკომისია აღიარებს საქართველოს პროგრესს და არის წარმოჩენილი როგორც ლიდერი, მაშინ როდესაც, პარალელურად, გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი არგუმენტი არ დგას. ცხადია, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა და ორმაგი სტანდარტის დანერგვა საქართველოსთან მიმართებით. სწორედ მათივე განცხადებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ ორმაგი სტანდარტით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან, რომელზეც ევროკომისია ხშირად აკეთებს აქცენტირებას.

ევროკომისიის მხრიდან გაჟღერებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო აგრძელებს პროგრესს, შესაბამისი სტანდარტებით და თავისი განვითარებით ძალიან უახლოვდება იმ საერთო მოცემულობას, რაც ევროკავშირისთვის არის დამახასიათებელი. საქართველო ინარჩუნებს ლიდერობას კანდიდატ წევრებს შორის და ბევრი სხვა მონაცემით საქართველო მოქმედ ევროკავშირის წევრებსაც კი უსწრებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე: ვხედავთ, რომ ევროკომისია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და კიდევ ერთხელ საქართველო წარმოჩენილია, როგორც ლიდერი. მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი არგუმენტი არ დგას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები