ნინი სანადირაძე: დღეს რაც გვჭირს, ჩვენივე სივაგლახე, დუმილი, უპასუხისმგებლობა, უთქმელობა, დათითოკაცებაა, უგულობა და უზნეობაა მიზეზი და რაც ხდება შედეგი
ნინი სანადირაძე: ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, სახელმწიფო ერთი ხელით, ღვთის სახელით, ადამიანებს იმედს, სამართლიანობას, განათლების უფლებასა და მომავალს უსპობს, მეორე ხელით კი აზარტული თამაშების ბიზნესისა და ქოლცენტრების ხელშემწყობად გვევლინება, გამოხატვის აკრძალვასა და მოქალაქეობის გაუქმებასთან ერთად.

კულტურის მეხსიერების მკვლევარი ნინი სანადირაძე:
მეეჭვება, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რას ვფიქრობ სუროგაციის თემაზე, ვიცნობ თუ არა თორნიკე რაზამძეს, რა მიზეზით გაათავისუფლეს დათო ტრაპაიძე აჭარის რადიოდან, რას გრძნობს რეზო კიკნაძე ან მათე დევიძის დედა, რაზე ფიქრობს ზვიად რატიანი და მზია ამაღლობელი და კიდევ უამრავი სხვა უთქმელი და ნათქვამი ამბავი.
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, სახელმწიფო ერთი ხელით, ღვთის სახელით, ადამიანებს იმედს, სამართლიანობას, განათლების უფლებასა და მომავალს უსპობს, მეორე ხელით კი აზარტული თამაშების ბიზნესისა და ქოლცენტრების ხელშემწყობად გვევლინება, გამოხატვის აკრძალვასა და მოქალაქეობის გაუქმებასთან ერთად.
დღეს არაფერი ისე არ გამოხატავს ჩვენს რეალობას, როგორც ზურაბ კიკნაძის სიტყვები:
„რა უნდა მოხდეს ისეთი, რომელიც შეძრავს ადამიანს, საზოგადოებას? ამიტომ ფიქრობს კაცი, რომ მოსალოდნელია რისხვა.
ჩვენი თავის ამარა დარჩენილნი, უწინასწარმეტყველოდ, ისტორიის ამ შუაგულში, ვერ ვხვდებით, ეს რისხვაა, განსაცდელი თუ ჩვენივე სივაგლახე, როცა დგება დღეები, რომელთაც ტრუბეცკოი „კატასტროფულ დღეებს“ უწოდებდა. სანატრელია, იყოს რისხვა, რადგან ის სასიკეთოდ დასრულდება. და თუ ეს მხოლოდ ჩვენი სივაგლახეა და არ მოხდა ღვთის ჩარევა, ამას დასასრული არ ექნება და განწირული ვართ.
ვაი მას, ვისაც არ რისხავს ღმერთი. უარესი მას, ვინც ვერ გრძნობს რისხვას.“
დღეს რაც გვჭირს, ჩვენივე სივაგლახე, დუმილი, უპასუხისმგებლობა, უთქმელობა, დათითოკაცებაა, უგულობა და უზნეობაა მიზეზი და რაც ხდება შედეგია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…