პარლამენტმა "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილება, რომლის თანახმად სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით ერთხმად, მხარი დაუჭირა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
საკითხი განსახილველად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილებები სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს უკავშირდება. კერძოდ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…