პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ ანა წითლიძის გამოსვლისა და პასუხების გამოც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალია.

არჩილ გორდულაძე - მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი
ინტერპრესნიუსი

მხოლოდ ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში სასამართლო სხდომებზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფაქტების წინააღმდეგ წასვლა და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ისმოდა.

„ამ კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და დარბაზმა აიტანა ფაქტების წინააღმდეგ წასვლა, აბსოლუტური ტყუილი, სამართლებრივი ნონსენსი, მიხეილ სააკაშვილთან „ნაცმოძრაობის“ გამიჯვნა, „გახარიელებისა“ და „ლელოელების“ მიერ „ნაცების“ დაცვა - ამ ყველაფრის ატანა თუ შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ადამიანი. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც შენ შეგიძლია კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელო და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარი თქვა და ამავდროულად იყო უცხო ძალის აგენტი, მათ შორის, ამ ყველაფერს კი შეძლებ. ეს არის ერთი შეჯამება, მათ შორის, იმ „ტოპ ტვინებითა“ და „განსაკუთრებული ინტელექტითა“ და „გამორჩეული ადამიანებითა და პროფესიონალიზმით“ - ქალბატონი ანა წითლიძე, როგორც ამბობდა დღეს, გუშინ და ამ კვირის განმავლობაში, ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2004-2012 წლებში არ ყოფილა ხელისუფლებაში.

მომავალი კვირიდან გაგრძელდება მოსამართლეების შეკითხვებით სხვა „ნაცპარტიებთან“, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ იმავეს ვიხილავთ, რასაც ვუყურებდით „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხების შედეგად, მათ შორის, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს ეწინააღმდეგებოდა. დღეს საერთოდ, ანა წითლიძის დღევანდელი გამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასაკრძალი, იმიტომ, რომ ყოველ ნათქვამზე ამტკიცებდა, რომ მისი და მისი პარტიის ნამოქმედარი არ არის ანტიკონსტიტუციური, სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს თავი რომ დავანებოთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში
  2. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში”
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ - ანა წითლიძის განცხადება არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს იმასაც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები