პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქართული ნიურნბერგის პროცესი“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთ ავტორთან, არჩილ გორდულაძესთან

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა გრძელდება, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვენ. სარჩელის თანაავტორ არჩილ გორდულაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს ფონზე, ოპოზიციის დაცვის სტრატეგიას მიხეილ სააკაშვილიც აკრიტიკებს.

„ქართული ნიურნბერგის პროცესი“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთ ავტორთან, არჩილ გორდულაძესთან
იმედინიუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, თან ამტკიცებენ, რომ აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებენ. სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები იმდენად უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ცდილობენ არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად ერთმანეთისგან გამიჯნონ პარტიის ლიდერებისა და ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. ანუ ამბობენ, თუ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი 2003-2012 წლებში დანაშაულს სჩადიოდა, პარტიის დღევანდელ ლიდერებს ამ დანაშაულთან საერთო არაფერი აქვთო.

ამ სტრატეგიის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მოულოდნელად თავად მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა - მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმაც კი დაინახა, რომ თანაგუნდელები სასამართლოში უსუსურ მდგომარეობაში არიან და პირდაპირ უთხრა: „თუ თავის დაცვა უფრო ჭკვიანური არგუმენტებით არ შეგიძლიათ - წადით სახლში!“

საზოგადოება თვალს ადევნებს ე.წ. ქართულ ნიურნბერგის პროცესს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას გაგრძელდება.

სანდრო გამსახურდიამ რამდენიმედღიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, არჩილ გორდულაძესთან - სარჩელის ერთ-ერთ ავტორთან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში თავად იცავს მოსარჩელეთა პოზიციებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს იმასაც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები