ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანება, ომის დასრულების დიპლომატიური გზები და ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს.

ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენფორმულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან შეხვედრის შესახებ წერს. როგორც ზელენსკი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე აღნიშნავს, მხარეებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დიპლომატიური გზები განიხილეს.

ზელენსკის განცხადებით, მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა პრინციპული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნისთვის. მისივე თქმით, უკრაინა წლის ბოლომდე დარჩენილი ორი კლასტერის გახსნაზეც მუშაობს.

„ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და რუსეთის ომის დასრულების მცდელობები. მადლობა უკრაინის, ჩვენი ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნისთვის“, — წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, სავაჭრო ურთიერთობებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საკითხებზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის ემხრობა კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ურთიერთგაძლიერებას.

„შევთანხმდით, განვაახლოთ ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა დონეზე და გავცვალოთ ვიზიტები. ჩვენი გუნდები ვიზიტების თარიღებზე იმუშავებენ“, — აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და რუსეთის ომის დასრულების მცდელობები. მადლობა უკრაინის, ჩვენი ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნისთვის“
„შევთანხმდით, განვაახლოთ ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა დონეზე და გავცვალოთ ვიზიტები. ჩვენი გუნდები ვიზიტების თარიღებზე იმუშავებენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - პიტერ მადიართან შეხვედრაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განვიხილეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები