პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა განაცხადა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს მოწიფულად არ გრძნობს. 23 წლის ფეხბურთელის თქმით, მან ჯერ კიდევ არ იცის საჭმლის მომზადება და მანქანის მართვა, რის გამოც ოჯახის წევრებისა და დამხმარე პერსონალის დახმარებაზეა დამოკიდებული.

"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
სპორტალი

მადრიდის "რეალისა" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

"ფეხბურთის თვალსაზრისით თავს მოწიფულად ვგრძნობ, რადგან თითქმის 400 მატჩი მაქვს ჩატარებული, მაგრამ რაც შეეხება ცხოვრებას, სიმართლე გითხრათ, ახლა თავს ასეთად ნამდვილად არ ვგრძნობ. საჭმლის მომზადება არ შემიძლია, მანქანის მართვაც არ ვიცი... ჩემს საქმეში კარგი ვარ, მაგრამ დანარჩენ ყველაფერში არც ისე კარგად გამომდის.

მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებაზე ვარ დამოკიდებული. მზარეულის, დამლაგებლის, დედაჩემის და სხვების. ასეთია ჩემი ყოველდღიურობა. ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი... ალბათ, დრო არ დამითმია იმისთვის, რომ უმარტივესი საქმეებიც კი მესწავლა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამისთვის დროც და შესაძლებლობაც გამოჩნდება", - განაცხადა 23 წლის ნახევარმცველმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზიწაიკითხე

უახლესი ამბები