პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საკადრო ცვლილებებია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. უწყების ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა კი გადადგომის მიზეზად ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დაასახელა.

საკადრო ცვლილებებია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
TV პირველი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო.

მერაბ გამყრელიძემ კონსტანტინე ქათამაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის, პროფესიული სტანდარტების დაცვისა და დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობაზე.

კონსტანტინე ქათამაძეს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე დავით არდაზიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ"- წერია განცხადებაში.

გიორგი არდაზიშვილმა თანამდებობაზე გიორგი გელაშვილი შეცვალა.

"ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ", - ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინ "პირველების" კითხვას გადადგომის მიზეზებზე თავად გიორგი გელაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა
  2. რუსთავი 2სამთავრობოკონსტანტინე ქათამაძე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები