პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები ყველანაირად ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესი განახლდება. დეპუტატ არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ.

არჩილ გორდულაძე ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები ყველანაირად ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ზუსტად ერთ საათში პროცესი განახლდება. ეს იქნება 18-ე სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსარჩელეებს შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუსვამენ. კითხვების დიდი ნაწილი პლენუმმა წინა სხდომებზე უკვე მოხსნა, მიზეზი მათი პოლიტიკური შინაარსი იყო. სასამართლომ ოპოზიციურ პარტიას არაერთი გაფრთხილებაც მისცა, რადგან ჩათვალა, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობდა.

მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს, რის გამოც ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ ენმ და მათთან დაკავშირებული პარტიები ისევ "ვაი სტრატეგიას" აგრძელებენ.

გორდულაძის თქმით, ისინი ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ.

"ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები აგრძელებენ იმ ვაი სტრატეგიას, რაც ახლა აქვთ მათ არჩეული, რომ არარსებული არსებულად წარმოაჩინონ. ფაქტების უარყოფას ისევ შეეცდებიან, ისევ იქნება შეურაცხყოფები, ისევ იქნება დეზინფორმაცია და უტიფრობა. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მიეჩქმალათ მტკიცებულებები, დამნაშავეებს რეალურად არ ჰქონოდათ პასუხისმგებლობის დადგენის არანაირი შიში. ისინი არაფერს არ საუბრობენ ისეთ უმძიმეს საქმეებზე, როგორიც არის ოჩიგავას საქმე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, შავაძის, თეთრაძის და ა.შ.

იქამდეც კი მივიდნენ, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო, ამასაც ამბობდნენ არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი.

ამბობენ, ასევე, რომ არ შეიძლება წარსული ქმედებებისთვის პარტიის საქმიანობის აკრძალვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. ამას იმიტომ შვრებიან, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი მათი აკრძალვისა და გასამართლების საფუძველია და ყველანაირად ცდილობენ, გაექცნენ პასუხისმგებლობას," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები