პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, გახარიას პარტიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამდებობების განაწილებით დაადასტურა, რომ 2004-2012 წლების არაკონსტიტუციურ ქმედებებს არ ემიჯნება. საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 2021-2024 წლებში გახარიას პარტიამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თანამდებობები გაინაწილა ოთხ მუნიციპალიტეტში და როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, გახარიას პარტიის წევრებმა ძალიან კარგადაც იციან რა მიემართებათ მათ და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ გადადგმული.

"როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია - ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თანამდებობები გაინაწილეს ოთხ მუნიციპალიტეტში? როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს - რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და არა თუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა სრულად აიღებდა ის პასუხისმგებლობას იმ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ჰქონდა ჰიტლერს და მის პარტიას ჩადენილი. ახლა გამოდიან და ჩვენ რანაირად მოგვემართებაო, ძალიან კარგადაც იციან რა მიემართება და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ მათ.

ამავდროულად, თითოეული პარტიის - ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური ხოლო მითუმეტეს, როდესაც ესენი ერთიანი ორგანიზმად მოქმედებენ ხომ? მითუმეტეს, ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებელ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია - ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თანამდებობები გაინაწილეს ოთხ მუნიციპალიტეტში? როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს - რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და არა თუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა სრულად აიღებდა ის პასუხისმგებლობას იმ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ჰქონდა ჰიტლერს და მის პარტიას ჩადენილი. ახლა გამოდიან და ჩვენ რანაირად მოგვემართებაო, ძალიან კარგადაც იციან რა მიემართება და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ მათ. ამავდროულად, თითოეული პარტიის - ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური ხოლო მითუმეტეს, როდესაც ესენი ერთიანი ორგანიზმად მოქმედებენ ხომ? მითუმეტეს, ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებელ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია“
არჩილ გორდულაძე
„ერთად თანამდებობები გაინაწილეს ოთხ მუნიციპალიტეტში? როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს - რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და არა თუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა სრულად აიღებდა ის პასუხისმგებლობას იმ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ჰქონდა ჰიტლერს და მის პარტიას ჩადენილი. ახლა გამოდიან და ჩვენ რანაირად მოგვემართებაო, ძალიან კარგადაც იციან რა მიემართება და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ მათ. ამავდროულად, თითოეული პარტიის - ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური ხოლო მითუმეტეს, როდესაც ესენი ერთიანი ორგანიზმად მოქმედებენ ხომ? მითუმეტეს, ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებელ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები