ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას, არ აინტერესებთ - მთელი მათი ტაქტიკაა, ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ - თენგიზ შარმანაშვილი
თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის ტაქტიკაა ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოს, რათა 5 პარტიის არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელ საკითხებს თავი აარიდოს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მნიშვნელოვანი საკითხების თავიდან არიდებასა და მეორეხარისხოვან თემებზე საუბარს ცდილობს.
მისივე განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის მიზეზები, რომლის გამოც მმართველი გუნდი 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.
"ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას, ის მათ არ აინტერესებთ, რადგან იციან, რომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ, ამიტომ მთელი მათი ტაქტიკაა, გადაიტანონ მეორეხარისხოვან საკითხებზე სასამართლოსა და საზოგადოების ყურადღება.
სასამართლოში პროფესიონალები არიან და ამ ხრიკებს, იმედია, არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება. მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…