თენგიზ შარმანაშვილი: „მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, თითქოს, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია, ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები სასამართლოსთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებას რომ იკადრებენ, ამას თავისი შედეგები უნდა მოჰყვეს“
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის განცხადებებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ისინი მოსამართლეების შეცდომაში შეყვანას და ყალბი ცნობების გავრცელებას ცდილობენ, რასაც შესაბამისი შედეგები უნდა მოჰყვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოსა“ და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა და, ამასთან, არ ახსოვთ, რომ მათ ოფისებში იყო ისეთი უკანონო საშუალებები, როგორიცაა “მოლოტოვის კოქტეილი” და პიროტექნიკა.
„ასეთი ტაქტიკა რომ აქვთ და რომ წარმოუდგენიათ, თითქოს, სასამართლო არის პოლიტიკური განცხადებების ადგილი, ადგილი, სადაც შეგიძლია, ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში – იმიტომ, რომ იქ ისინი მიდიოდნენ და ეგონათ, თავიანთი ყალბი ნარატივების გავრცელებითა და პოლიტიკური დეკლარაციებით გავიდოდნენ ფონს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსამართლეები ნეიტრალურები არიან ასეთი განცხადების მიმართ და აინტერესებთ, რა ფაქტები გაქვს ხელთ. როდესაც შენ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა პიროტექნიკა, ბენზინი და სხვა მასალები, რომლითაც მზადდება “მოლოტოვის კოქტეილი”, მათ შორის, ეს ეგრეთ წოდებული ფითილები, რომელსაც ცეცხლი უნდა მოუკიდო და შენ ამბობ, რომ ეს არ ყოფილა, ან იქ იყავი, ოფისთან და ეს ვერ დაინახე, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, მოსამართლეებს ასეთ შემთხვევაში შინაგანი რწმენა ცოტა სხვა მიმართულებით ჩამოუყალიბდებათ შენი, როგორც სანდო ამბის გადმომცემის მიმართ“, – აღნიშნავს შარმანაშვილი.
რაც შეეხება „ლელოს“ წევრების განცხადებებს, რომ მათ არასდროს მოუთხოვიათ ქართველი მოხალისეების გაგზავნა, შარმანაშვილი აღნიშნავს:
„ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადება და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი რომც არ იყოს, ინკვიზიციური პროცესის დროს ნებისმიერი დოკუმენტის ან მასალის გამოთხოვა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს. მით უმეტეს, ადვილია ამის მოპოვება, როცა ეს ყველაფერი საჯარო სივრცეშია. ამ ტაქტიკას რომ მისდევენ, ასე, აშკარად, მოსახლეობასაც ატყუებენ და, რაც მთავარია, უნდათ, სასამართლო შეცდომაში შეიყვანონ, მათთვის ეს კარგად არ დამთავრდება და ძალიან სწორიც იქნება – იმიტომ, რომ ადამიანთა ჯგუფი, მით უმეტეს, პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს
თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლო არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსების მიერ სასამართლოსთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებას თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…