პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?

ზურა ცეცხლაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრის ქმედება ბრალდებას ბეჭედს ასვამს, მაშინ როცა თავად ორი წელია ამტკიცებს, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებულა.

ზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?
რუსთავი 2

ძალადობრივ აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე ვასო ელიავას ფეისბუქ სტატუსს პასუხობს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ერთ-ერთ პატიმართან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას განმარტავს.

ვასო ელიავამ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ზურა ცეცხლაძე, გათავისუფლებული პირების მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო გააკრიტიკა და დაწერა: „ამ ხნის კაცი ქოფაკივით რას დასდევ ამ გამოსულ პატიმრებს?“

პასუხად ზურა ცეცხლაძემ მიუგო, რომ საქმე ეხება მძიმე დანაშაულის აღიარებას და შეწყალების თხოვნის დაწერით, „ბეჭედს ასვამს ბრალდებას.“

„შენი პოზიცია ვერ გავიგე. კაცი, რომელიც ჩემი შვილის ჯგუფის წევრად გასამართლდა, 11 დღით ადრე გამოდის შეწყალებით, აღიარებს უმძიმეს დანაშაულს, ამბობს რომ მას არ დაუწერია შეწყალება და ჩემს შვილს მოუწოდებს დაწეროს და გამოვიდეს. კიდევ კარგად შევიკავე თავი. მთელი ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას რომ, არანაირი ჯგუფი არ არსებულა და საქმე შეთითხნეს მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?“- წერს ცეცხლაძე.

ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძის მამამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე დაწერა: "ეს რეებს ბოდავს, მე არ დამიწერია შეწყალებაზეო და თქვენ დაწერეთო? მაგას შეწყალების თხოვნის გარეშე არავინ გამოუშვებდა.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია, ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის, ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
  2. იმედინიუსისამთავრობოძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
  3. იმედინიუსისამთავრობოზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას, არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას, არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები