ზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას, არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?
ზურა ცეცხლაძე აცხადებს, რომ შეწყალებული პატიმრის ქმედება მის შვილზე წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს, მაშინ როცა წლებია საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ საქმე შეთითხნილი იყო და არანაირი ჯგუფი არ არსებობდა.

ძალადობრივ აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე ვასო ელიავას ფეისბუქ სტატუსს პასუხობს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ერთ-ერთ პატიმართან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას განმარტავს.
ვასო ელიავამ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ზურა ცეცხლაძე, გათავისუფლებული პირების მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო გააკრიტიკა და დაწერა: „ამ ხნის კაცი ქოფაკივით რას დასდევ ამ გამოსულ პატიმრებს?“
პასუხად ზურა ცეცხლაძემ მიუგო, რომ საქმე ეხება მძიმე დანაშაულის აღიარებას და შეწყალების თხოვნის დაწერით, „ბეჭედს ასვამს ბრალდებას.“
„შენი პოზიცია ვერ გავიგე. კაცი, რომელიც ჩემი შვილის ჯგუფის წევრად გასამართლდა, 11 დღით ადრე გამოდის შეწყალებით, აღიარებს უმძიმეს დანაშაულს, ამბობს რომ მას არ დაუწერია შეწყალება და ჩემს შვილს მოუწოდებს დაწეროს და გამოვიდეს. კიდევ კარგად შევიკავე თავი. მთელი ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი მოსახლეობას რომ, არანაირი ჯგუფი არ არსებულა და საქმე შეთითხნეს მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?“- წერს ცეცხლაძე.
ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძის მამამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე დაწერა: „ეს რეებს ბოდავს, მე არ დამიწერია შეწყალებაზეო და თქვენ დაწერეთო? მაგას შეწყალების თხოვნის გარეშე არავინ გამოუშვებდა.“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია, ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის, ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
ზვიად ცეცხლაძის მამა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარზე: ორი წელია ვუმტკიცებ საზოგადოებას, დავდივარ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ვუხსნი, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებულა მეთქი და ეს ბეჭედს ასვამს ბრალდებას. ახლა რა პირით მივიდე იგივე საზოგადოებასთან?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…