პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის მერიაქართული ოცნება

ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია და ის 87%-იანი დამწვრობით მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თბილისის მერიამ კორპუსიდან 143 ადამიანი სასტუმროებში გადაიყვანა.

ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ალია

ფონიჭალაში კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. თბილისის მერიამ 143 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილა.

28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს კი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.

რაც შეეხება დაშავებულებს, აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია.

კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“რჩება მართვით სუნთქვაზე, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მკურნალობის ფონზე მის სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ. 87% დამწვრობას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
  2. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაეწერა, 4 წლამდე გოგონას მკურნალობა კი გრძელდება
  3. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები